რიკარდო კუარეჟმამ თურქული კლუბი დატოვა 

რიკარდო კუარეჟმამქაზიმფაშა” დატოვა. ინფორმაციას თურქეთის სუპერლიგის ბინადარი კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა “ქაზიმფაშაში” გადასვლა შარშან ზაფხულში გადაწყვიტა და კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მანამდე 4 სეზონი “ბეშიქთაშში” გაატარა, სადაც 2-ჯერ თურქეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა.

2010 წელს, 36 წლის ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი მილანის “ინტერის” შემადგენლობაში სერია A და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 6 წლის თავზე კი საკუთარ ყულაბას ევროპირველობაზე, ნაკრებთან ერთად გამარჯვებაც შემატა.

რიკარდო კუარეჟმამ თურქული კლუბი დატოვა 

სტატიის ავტორი
-