ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებულია: “სელესაომ” პერუ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირი მეცხრედ მოიგო.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი გოლის გატანა “ევერტონის” ფორვარდმა, რიშარლისონმა შეძლო და თამაშის დასრულების შემდეგ, ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა.
რიშარლისონის თქმით, მან გამარჯვება დიდ ბებიას მიუძღვნა, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იყო მისი სახელი, ახალგაზრდა ფორვარდი დაიბნა.
“არ მახსოვს! დამავიწყდა… არ ვიცი, ემოციების ქვეშ ვარ, ახლა ზეიმის დროა. აუცილებლად გეტყვით, თუ გამახსენდა.”
Não pode esquecer o nome da bisa, Richarlison!!! 😂😂😂#CopaAmericaNoSporTV #VemGeral pic.twitter.com/0isU7HvPax
— SporTV (@SporTV) July 7, 2019