რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ,,ფრაიბურგმა” ,,ბაიერნს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. პოლონელს მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 40 გოლი დაუგროვდა. შედეგად, 32 წლის თავდამსხმელმა გერდ მიულერის მიერ 1971/1972 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ლევანდოვსკის ყველა დროის საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად კიდევ ერთი ტური დარჩა – 22 მაისს ,,ბაიერნი” ,,აუგსბურგს” უმასპინძლებს და იმ შემთხვევაში თუ პოლონელი თავს გამოიჩენს, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ბუნდესლიგის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

,,რეკორდმაისტერმა” გერმანიის ჩემპიონობა 32-ე ტურში გაიფორმა. ფლიკის გუნდი ჩემპიონატს 75 ქულით ლიდერობს.



 

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

სტატიის ავტორი
-