როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” მსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთხელ გააოცა. კარლო ანჩელოტის გუნდმა 0:1 ჩამორჩენის შემდეგ, სამი გოლის გატანა და ფინალში გასვლა მოახერხა.

3-დან 2 გოლი როდრიგოს ანგარიშზეა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა ედერსონის კარი 90-ე და 91-ე წუთებზე აიღო. აღნიშნული დუბლით,  ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში როდრიგო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე ორი ბურთი 90-ე წუთზე გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. 28 მაისს მატჩს პარიზი უმასპინძლებს.

როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-