ბუნდესლიგის ბოლო ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ნიურნბერგი” ანგარიშით 7:0 გაანადგურა, სადაც მარკო როისმა საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა. “ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამისთვის დიდი დრო დამჭირდა და იმედი მაქვს რომ ამაზე არ გავჩერდები”, – აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის გარემარბი ტრავმებისაკენ ძალიან არის მიდრეკილი – 2011 წლის შემდეგ მარკო როისს ლაზარეთში ზუსტად 774 დღე აქვს გატარებული, რის გამოც, ცხადია, პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ შეძლო.
იხილეთ როისის მიერ გატანილი ტოპ 10 გოლი
![როისმა დორტმუნდის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა 1 video](https://www.live.ge/files/2018/09/OptaFranz-1045040788013551616-20180927_000154-img1.jpg)
04:08