რომა სატრანსფერო პერიოდში კვლავ აქტიურობს

იტალიის სერია ა-ში შიდა ტრანსფერი განხორციელდა, საქმე ეხება დიავარას, რომელიც “ნაპოლის” ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა ამიერიდან ის “რომაში” იასპარეზებს.

აღნიშნული ტრანსფერის ღირებულება 21 მილიონი ევროა.

გვინეელი ნახევარმცველი “რომას” 5-წლიანი კონტრაქტით დაუკავშირდა.

“მოხარულები ვართ დიავარას შემოერთებით, ეს ნამდვილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის”, – აცხადებენ “რომას” მესვეურები.

აღსანიშნავია რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, სერია ა-ს გუნდებს შორის, “რომა” ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, “იუვენტუსმა” და “რომამ” ფეხბურთელები გაცვალეს. “ბიანკონერიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გუნდს ლუკა პელეგრინი შეუერთდა – სანაცვლოდ კი “რომამ” 29.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლეონარდო სპინაცოლა გაიფორმა.

რომაელებმა ასევე ბრაიან კრისტანტეც შეიძინეს 21 მილიონ ევროდ.

რომა სატრანსფერო პერიოდში კვლავ აქტიურობს

სტატიის ავტორი
-