რონალდინიო: “ვერ ვიტყვი რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა…”

“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების 39 წლის ყოფილმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა – რონალდინიომ ლეო მესიზე ისაუბრა.

“არ მიყვარს შედარებები, იმიტომ რომ, საკმაოდ რთულია იმის დადგენა თუ ვინ იყო ყველა დროის საუკეთესო. დიეგო მარადონა, პელე, კრიშტიანუ რონალდუ… ვერ ვიტყვი რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა – ის თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია” – განაცხადა რონალდინიომ.

რონალდინიო: “ვერ ვიტყვი რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა…”

სტატიის ავტორი
-