რონალდინიოს შინაპატიმრობაზე უარი უთხრეს – ბრაზილიელი ციხეში რჩება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო, პარაგვაის ციხეში რჩებიან – მოსამართლემ მათი ადვოკატების მოთხოვნა, შინაპატიმრობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ერთი დღის წინ, ბრაზილიური Globoesporte-ს ჟურნალისტმა, მარტინ ფერნანდესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარაგვაიში სასამართლო მოსმენაზე რონალდინიოს შინაპატიმრობაში გადაყვანის საკითხი განიხილებოდა, თუმცა მოსამართლემ, გუსტავო ამარილიამ, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

რონალდინიოს შინაპატიმრობაზე უარი უთხრეს - ბრაზილიელი ციხეში რჩება 1

გუსტავო ამარილია მედიასთან შეხვედრისას


რატომ დააკავეს რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში?

პარაგვაის პოლიციამ სასტუმროს ნომერში რონალდინიოსა და მისი ძმის ყალბი პასპორტები იპოვა, სადაც ისინი პარაგვაის მოქალაქეებად იყვნენ წარმოდგენილები.

რონალდინიოს შინაპატიმრობაზე უარი უთხრეს - ბრაზილიელი ციხეში რჩება 2

პარაგვაის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში ადგილობრივმა ბიზნესმენმა, კაზინოს მფლობელმა, ნელსონ ბელოტიმ მიიწვია.

2018 წლის შემდეგ, რონალდინიოს ბრაზილიური პასპორტი ჩამორთმეული აქვს – ბრაზილიის სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წელს, რონალდინიომ და მისმა ძმამ, გვაიბას ტბაზე თევსსაჭერი ობიექტის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა მათ ოფიციალური ნებართვა არ მიუღიათ. ბრაზილიის სასამართლომ ლეგენდარული ფეხბურთელი და მისი ძმა 8.5 მილიონი რეალით ($1.85 მლნ.) დააჯარიმა, თუმცა თანხის გადახდაზე რონალდინიომ უარი განაცხადა – მის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ და მხოლოდ 24.63 რეალი ინახებოდა, რაც დაახლოებით $5-ს შეადგენს. შედეგად, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ რონალდინიოს და მის ძმას პასპორტები ჩამოართვა და საჯარიმო თანხის გადახდამდე, ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

რონალდინიოს შინაპატიმრობაზე უარი უთხრეს - ბრაზილიელი ციხეში რჩება 3

რონალდინიოს პირველი ფოტო საკნიდან


ლეგენდარულ ფეხბურთელს და ამჟამად, პარაგვაის პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ რონალდინიოს, ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის არის ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, სერია ა-ს, კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული. ასევე, 2005 წელს იგი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

რონალდინიოს შინაპატიმრობაზე უარი უთხრეს – ბრაზილიელი ციხეში რჩება

სტატიის ავტორი
-