რონალდო ამბიციურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ბრაზილიელი ლეგენდა მიიჩნევს, რომ დღევანდელთან შედარებით, მისი კარიერის მანძილზე, გაცილებით უფრო მაღალი დონის ვარსკვლავები ასპარეზობდნენ.

“კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე ბევრს არ ვისაუბრებ. ჩემი კარიერის დროს, ვარსკვლავებად ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რივალდო, რონალდინიო და მე ვითვლებოდით. დღევანდელთან შედარებით, ჩვენი თაობა ბევრად უკეთესი იყო”, აღნიშნა რონალდომ.

რონალდო ამბიციურ განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი
-