რონალდო: ,,მინდა, მაროკო ფინალში გავიდეს, მაგრამ, არ მგონია, რომ საფრანგეთის დამარცხებას შეძლებს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რონალდოს, არ სჯერა, რომ მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს, დაამარცხებს.

რონალდოს, რომელიც ,,ვალიადოლიდის” მფლობელია, ესპანური გუნდის მაროკოელ მცველზე, ჯავად ელ-იამიკზეც ჰკითხეს:

,,მინდა, მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეს, მაგრამ, არ მგონია, რომ ისინი საფრანგეთის დამარცხებას შეძლებენ. მათი თამაში მუნდიალზე შესანიშნავია.

ბონუსები მაროკოს ნაკრების მცველისთვის – ელ-იამიკისთვის? თუ ასე არ მოხდება, მას ხელის გულზე ვატარებთ… ის, რასაც ამ ტურნირზე მისი გუნდი აკეთებს, წარმოუდგენელია. ახლა მთელი მაროკოს ნაკრები საოცარ ფორმაშია,” – განაცხადა რონალდომ.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკო საფრანგეთს შეხვდება. მატჩი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

რონალდო: ,,მინდა, მაროკო ფინალში გავიდეს, მაგრამ, არ მგონია, რომ საფრანგეთის დამარცხებას შეძლებს”

სტატიის ავტორი
-