რონალდო: ,,შეიძლებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე დასახელებულიყო”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კილიან მბაპეს თამაში შეაფასა:

,,ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კილიან მბაპეა. პირველი მატჩიდან ფინალამადე მას შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. მაშინაც კი, როცა გოლი ვერ გაიტანა, საფრანგეთის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფინალში კი 4 გოლის გატანით, თუ პენალტების სერიასაც გავითვალისწინებთ, არაჩვეულებრივი იყო.

მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია. შეიძლებოდა, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულიყო, რადგან ეს დაიმსახურა,” – რონალდოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მბაპემ მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

კილიანმა მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რონალდო: ,,შეიძლებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე დასახელებულიყო”

სტატიის ავტორი
-