რონალდუ: “საუდის არაბეთის ლიგა MLS-ზე გაცილებით უკეთესია…”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და “ალ-ნასრის” 38 წლის ფორვარდმა – კრიშტიანუ რონალდუმ, ამხანაგურ მატჩში “სელტასთან” 5:0 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საუდის ლიგა MLS-ზე უკეთესია. ამ ლიგაში მე გავხსენი გზა, ახლა კი უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი მოდის აქეთ. ერთ წელიწადში აქ უფრო ბევრი ვარსკვლავი ითამაშებს და საუდის ლიგა თურქეთის და ნიდერლანდების ჩემპიონატებს გადაასწრებს…

100% ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ევროპაში აღარ დავბრუნდები. ევროპულმა ფეხბურთმა ხარისხი დაკარგა. ერთადერთი ლიგა, რომელიც ჯერ კიდევ ნორმალურად გამოიყურება, პრემიერ ლიგაა. სერია A მე გამოვაცოცხლე, რადგან ჩემს იქ გადასვლამდე ეს ტურნირი მკვდარი იყო…”

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “ალ-ნასრის” ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს. მან არაბული კლუბის შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 14-ჯერ გამოიჩინა.

რონალდუ: “საუდის არაბეთის ლიგა MLS-ზე გაცილებით უკეთესია…”

სტატიის ავტორი
-