პსჟ იაპონური ტურნეთი 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

იაპონური ტურნე ,,პარი სენ ჟერმენის” ბიუჯეტს 20 მილიონი ევროთი შეავსებს, რაც გასულ წელთან შედარებით, 8 მილიონით მეტია. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

პარიზული კლუბი აზიურ ქვეყანაში 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 25 ივლისს კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრს” შეხვდება, 28-ში – ,,სერესო ოსაკას”, პირველ აგვისტოს კი – ,,ინტერს”.

,,პსჟ” თავდაპირველად აპირებდა, რომ ზაფხულის ტურნე აშშ-ში მოეწყო, თუმცა იაპონელების მხრიდან შეთავაზებული სარფიანი წინადადების შემდეგ, გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა.

პსჟ იაპონური ტურნეთი 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

სტატიის ავტორი
-