რონალდუმ იუვენტუსის ხელმძღვანელებს პირობა მისცა

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსს” 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. პორტუგალიელმა ადაპტაცია სწრაფად გაიარა და გუნდს შესანიშნავად შეერწყა.

მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო “იუვეს” ფინანსური პრობლემები შეექმნა. სოციალურ ქსელში არაერთი სიახლე გავრცელდა, რონალდუს კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს პორტუგალიელმა წერტილი დაუსვა და “ბიანკონერის” ხელმძღვანელებს პირობა მისცა, რომ ტურინში კიდევ 2 წლით გაჩერდება. ამით მან ასევე გულშემატკივრებიც დაამშვიდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ახლა საკუთარ სამშობლოშია და ოჯახთან ერთად მადეირაზე კარანტინში იმყოფება.

რონალდუმ იუვენტუსის ხელმძღვანელებს პირობა მისცა

სტატიის ავტორი
-