ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” ფანებმა კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ყაზანელთა ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვა, რომელსაც თვის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა, 19 წლის ფეხბურთელმა მოიგო.
“რუბინის” გულშემატკივრის აზრით, კვარაცხელიას მიერ “როტორის” კარში გატანილი ბურთი სექტემბერში საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების ვინგერმა ბურთი ვოლგოგრადელთა ნახევარზე მოიპოვა, რის შემდეგაც მეკარეს აუღებლად დაურტყა.
Хвича Кварацхелия – автор лучшего гола «Рубина» в сентябре по версии болельщиков! 🤩
В матче девятого тура против «Ротора» Квара на 59-й минуте с линии штрафной плотным ударом отправил мяч в дальний угол ворот!🔝 pic.twitter.com/YNzVbYgiW5
— «Рубин» Казань (@fcrk) October 9, 2020
შეგახსენებთ, რომ “რუბინის” ფანებმა ხვიჩა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.