რუნიმ დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

უეინ რუნი ,,დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ინგლისელმა ,,დერბის” ხელმძღვანელებს განთავისუფლების თხოვნით თავად მიმართა.

რუნის სამწვრთნელო კარიერა 2020 წლის ნოემბერში, სწორედ ,,დერბიში” დაიწყო. 2021-2022 წლების სეზონში ,,ვერძებმა” ჩემპიონშიფში 23-ე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში დაქვეითდა. გასულ წელს გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

ბოლო პერიოდში ინგლისურ მედიაში იწერებოდა, რომ რუნის მომავალი გუნდი ,,ბარნლი” იქნებოდა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანი დაინიშნა.


რუნიმ დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

სტატიის ავტორი
-