,,წადით სახლში” – ფერენცვაროშის ფანები ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ

,,კლაკსვიკთან” 0:3 მარცხის შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა), ,,ფერენცვაროშის” გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

უნგრული Sportal-ის ცნობით, ფანები ,,Auf Wiedersehen-ს (ნახვამდის)” და ,,რუსებო, წადით სახლში-ს” სკანდირებდნენ.

მატჩის შემდეგ ,,ფერენცვაროშის” პრეზიდენტმა, გაბორ კუბატოვმა, ჩერჩესოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსი სპეციალისტი უნგრულ კლუბში 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით ,,ფერენცვაროშმა” ქვეყნის ჩემპიონატი (ორჯერ) და თასი მოიგო.

,,წადით სახლში” – ფერენცვაროშის ფანები ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ

სტატიის ავტორი
-