რუსული მედია – კვარაცხელიათი ტოტენჰემი ინტერესდება

ხვიჩა კვარაცხელიათი “ტოტენჰემი” ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული “სპორტ ექსპრესი” ავრცელებს.

წყაროს თანახმად, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანური კლუბისა და ლონდონელთა წარმომადგენელები მოლაპარაკებას აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ “რუბინს” გარიგებაში ბრიტანული სააგენტო წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, რუსული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას 20 მილიონ ევროდ აფასებს. “სპორტ ექსპრესის” ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებასა და სხვა დეტალებზე მხარეებს შეთანხმება არ მიუღწევიათ.

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურება.

რუსული მედია – კვარაცხელიათი ტოტენჰემი ინტერესდება

სტატიის ავტორი
-