საბა კვირკველია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, საბა კვირკველია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

კვირკველია ,,ალ ახდუდში” ითამაშებს და არაბულ გუნდთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ქართველმა მცველმა გასულ სეზონში ,,ნეფთჩის” მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

,,ალ ახდუდმა” გასული სეზონი საუდის არაბეთის პირველი დივიზიონის მე-3 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

საბა კვირკველია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-