საბა ლობჟანიძის ფასი ისევ გაიზარდა

Transfermarkt-მა თურქეთის ჩემპიონატისთვის სატრანსფერო ფასები განაახლა.

ცვლილებები საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, საბა ლობჟანიძესაც შეეხო, რომელმაც პროგრესი განიცადა.

“ჯვაროსნების” მარჯვენა გარემარბის ფასი 300 000 ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 3 მილიონ 700 000 ევროს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით, “ჰატაისპორიას” 27 წლის ფეხბურთელი ქართველებს შორის მეორეა და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომელიც 16 მილიონად ფასობს.

საბა ლობჟანიძის ფასი ისევ გაიზარდა

სტატიის ავტორი
-