საბა საზონოვის დამატებით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი ინტერესდება

იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი ორი კლუბი, “სასუოლო” და “უდინეზე” საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატებით ინტერესდებიან.

“მთელი ყურადღება 2002 წელს დაბადებულ და მოსკოვის “დინამოში” მოთამაშე საბა საზონოვზეა მიპყრობილი. ორ გუნდს შორის ახლა ბრძოლაა გაჩაღებული. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის კონკურენციის მთავარი მიზეზი გახდეს. “უდინეზე” ამ ეტაპზე მეტოქეს ჩამორჩება”, – წერს tuttomercatoweb-ი.

“ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – უცხოური მედია საბა საზონოვს ვრცელ სტატიას უძღვნის

21 წლის საბა საზონოვს მოსკოვის “დინამოსთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი დამატებით კი აქამდე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი “ჰამბურგი” და იტალიის ვიცე-ჩემპიონი “ლაციო” ინტერესდებოდნენ.

საბა საზონოვის დამატებით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი ინტერესდება

სტატიის ავტორი
-