საბურთალო ორმა ლეგიონერმა დატოვა

“საბურთალო” ოლივიე ბუმალმა და ჟარდელ როდრიგესმა დატოვეს – ინფორმაციას თბილისელები ოფიციალურად ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, ორივე ფეხბურთელს ქართულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. კამერუნელი ბუმალი “საბურთალოში” ზაფხულიდან თამაშობდა, ხოლო პორტუგალიური წარმოშობის ჟარდელი – მიმდინარე წლის იანვრიდან.

როდრიგესმა თბილისური გუნდის რიგებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ბუმალს, კამერუნის ნაკრების ყოფილი წევრის ანგარიშზე 12 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტია.

პორტუგალიელ ჟარდელ როდრიგესსა და კამერუნელ ოლივიე ბუმალს კონტრაქტები დაუმთავრდათ და "საბურთალო" დატოვეს.

ორივე მათგანს მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ! 🙏

Posted by FC Saburtalo on პარასკევი, 25 დეკემბერი, 2020

საბურთალო ორმა ლეგიონერმა დატოვა

სტატიის ავტორი
-