საბურთალომ დაადასტურა: ჭიაბრიშვილი მიდის

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” კლუბიდან ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

“ამ ეტაპზე ვიცი, რომ ეს “საბურთალოში” ჩემი ბოლო მატჩი იყო და მომდევნო სეზონში ამ გუნდში აღარ ვიმუშავებ. 6 წლის განმავლობაში “საბურთალოსთან” ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, “საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ.

ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება”.-თქვა 40 წლის სპეციალისტმა “საბურთალოს” ვებ-გვერდთან საუბრისას.

ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ამოიყვანა, ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა.

საბურთალომ დაადასტურა: ჭიაბრიშვილი მიდის

სტატიის ავტორი
-