საბურთალომ უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა 

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა “საბურთალომ” კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა.

თბილისურმა კლუბმა 20 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ოლექსანდრ ბელიაევი დამატა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 19 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2 წლის ვადით შევიდა. ბელიაევი “დნიპროს” აკადემიის აღზრდილია. უკრაინელი ფეხბურთელი “საბურთალოს” ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც “ზენიტისა” და “ალკოიანოს” წინააღმდეგ ითამაშა. ესპანელებთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

საბურთალომ უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა 

სტატიის ავტორი
-