სადიო მანე სენეგალის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სენეგალმა ბენინს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩში ჰეთთრიკი გაიფორმა სადიო მანემ, რომელსაც ეროვნულ გუნდში 32 გოლი დაუგროვდა.

შედეგად, 30 წლის ფეხბურთელმა ანრი კამარას (29 გოლი) გადაუსწრო და სენეგალის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანემ 32 გოლის გატანა 90 შეხვედრაში შეძლო.

,,ლივერპულის” თავდამსხმელი ეროვნულ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს და ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის მოქმედი ჩემპიონია.


სადიო მანე სენეგალის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

სტატიის ავტორი
-