,,ბოდიში და მადლობა” – ხვიჩა კვარაცხელია მილანთან მატჩის შემდეგ

,,ნაპოლის” თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!” – წერს კვარაცხელია.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

,,ბოდიში და მადლობა” – ხვიჩა კვარაცხელია მილანთან მატჩის შემდეგ

სტატიის ავტორი
-