დინამო თბილისმა ასტანასთან წააგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,დინამო თბილისმა” ,,ასტანას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართულმა გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირება 2:3 დათმო და ლიგის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.

დღევანდელ მატჩში ანგარიში ,,დინამომ” გახსნა – 22-ე წუთზე თავი ოსმანე კამარამ გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 2-წუთიან მონაკვეთში, ,,ასტანამ” ორი გოლის გატანა შეძლო, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

,,დინამო” ასპარეზობას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე ,,ჰამრუნი” (მალტა) იქნება, რომელიც ,,მაკაბი ჰაიფასთან” ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა. პირველი მატჩი 25 ივლისს, მალტაში გაიმართება.

,,ასტანა” კი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მომავალ შეხვედრას ზაგრების ,,დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: დინამო თბილისი

დინამო თბილისმა ასტანასთან წააგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-