“სახლში ტიტულით დაბრუნდით!” – სანტი კაზორლამ ყოფილი თანაგუნდელები გაამხნევა
მაისი 29, 2019 12:51 pm
სანტი კაზორლამ “არსენალის” ფეხბურთელებს ევროპა ლიგის ფინალის წინ გამამხნევებელი ვიდეო გაუგზავნა.
“გამარჯობა ბიჭებო, თქვენზე ვფიქრობ. წინ შესანიშნავი მატჩი გელოდებათ. მინდა რომ წარმატება გისურვოთ და გთხოვთ, სახლში ტიტულით დაბრუნდით.”
!["სახლში ტიტულით დაბრუნდით!" - სანტი კაზორლამ ყოფილი თანაგუნდელები გაამხნევა 1 video](https://www.live.ge/files/2019/05/g_29.051.png)
შეგახსენებთ, რომ კაზორლა “არსენალში” 2012-2012 წლებში თამაშობდა. “მეთოფეების” რიგებში მან 180 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 29 გოლის გატანა და 45 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.