მოგებული ტიტულების რაოდენობით გვარდიოლა ლუჩესკუს გაუთანაბრდა

,,მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ,,ინტერთან”, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მოგების შედეგად 35-ე ტიტულს დაეუფლა.

ესპანელი სპეციალისტი მოპოვებული ტიტულების რაოდენობით მირჩა ლუჩესკუს გაუთანაბრდა და ახლა ორივე მწვრთნელი მეორე ადგილს იყოფს.

სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მეტი – 49 ტიტული სერ ალექს ფერგიუსონის ანგარიშზეა. მესამე ადგილზე ვალერი ლობანოვსკია (30), მეოთხეზე – ოტმარ ჰიცფელდი (28), მეხუთე ადგილს კი 26-26 ტიტულით ჟოზე მოურინიო, ლუიშ ფელიპე სკოლარი და ჯოკ სტეინი იკავებენ.

https://twitter.com/GoalFrance/status/1667665532953174018

მოგებული ტიტულების რაოდენობით გვარდიოლა ლუჩესკუს გაუთანაბრდა

სტატიის ავტორი
-