ფაბრეგასი: ,,მესი ისტორიაში საუკეთესოა, არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ისევ ვიხილავთ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს:

– ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?

– საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია უდავოდ ლეო მესია… იმიტომ, რომ ის საუკეთესოა (იღიმის)

– ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– ისევ მესი… არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ოდესმე ისევ ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში… მასთან ერთად 12 წლიდან ვთამაშობდი, ასე რომ, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ის უბრალოდ საოცარია.

ფაბრეგასი: ,,მესი ისტორიაში საუკეთესოა, არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ისევ ვიხილავთ”

სტატიის ავტორი
-