მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, “აეკთან” მოგებული მატჩი (0:2) შეაფასა. “ძალიან კარგად ვითამაშეთ, მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. ათენში თამაში მარტივი არაა, აქ 4 და 5 გოლის გატანა ძალიან რთულია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტის რეალიზება ვერ მოვახერხეთ, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიეთ. რთული იყო ათენელების კომპაქტური დაცვის დარღვევა, თუმცა ასეთ შემთხვევებში მუდმივად თავისუფალ ზონებს ვეძებთ, […]