სამწლიანი პაუზის შემდეგ – ქობულეთის შუქურა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა 

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქობულეთის შუქურა საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

29 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც აჭარულმა კლუბმა საშინაო არენაზე, გასავარდნ ზონაში მყოფ თბილისურ “ვიტ ჯორჯიასთან” – 0:1 წააგო, თუმცა, ამის მიუხედავად, ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. ეს იმის დამსახურებით, რომ ქობულეთელთა უახლოესმა მდევარმა წყალტუბოს “სამგურალმა” “შევარდენთან” თავისი შეხვედრა 1:2 დათმო.

უშუალო კონკურენტთან საშინაო შეხვედრაში მარცხის მერე, 27 ქულის მქონე “სამგურალისთვის” მასზე ოთხი ქულით მეტის დამგროვებელი “შუქურა” მიუწვდომელი გახდა. ვინაიდან, კორონავირუისის პანდემიის გამო, წლევანდელი სეზონი შეცვლილი ფორმატით – ოთხის ნაცვლად ორ წრედ ტარდება და გათამაშების დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი.

ბოლო ტურის მატჩს ქობულეთელები 9 დეკემბერს, სამეულისთვის მებრძოლ “გაგრასთან” გამართავენ.

სამწლიანი პაუზის შემდეგ – ქობულეთის შუქურა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-