სამუელ ეტო’ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს

39 წლის კამერუნელი ფორვარდი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე არაერთი საოცარი ფეხბურთელის თანაგუნდელი ყოფილა და არაერთ გამორჩეულ სპეციალისტთან უმუშავია.

“ბარსელონაში” თამაშის პერიოდში მოთამაშემ უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორისაა მესისთან და გვარდიოლასთან ერთად 2008-09 წლის სეზონში მოგებული ტრებლი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი სწორედ ეტო’ომ გაიტანა მე-10 წუთზე.


სამუელ ეტო'ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს 1


შემდეგ სეზონში კამერუნელი ფორვარდი “ინტერს” შეუერთდა, სადაც იმ პერიოდში მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო. 2009-10 წლის სეზონში ეტო’ომ “ბარსელონაში” მიღწეული წარმატება გაიმეორა და ამჯერად ტრებლი უკვე მოურინოსთან და “ინტერთან” ერთად მოიგო.


სამუელ ეტო'ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს 2


SPORTbible-თან ინტერვიუში კამერუნელმა ფეხბურთელმა განმარტა, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას ინტერთან ერთად მოგებულ ტრებლს და მოურინიოსთან მუშაობას.

“ეს სტილის საკითხია, თითოეულ მათგანს საკუთარი გააჩნია, მე უპირატესობას მოურინიოსას ვანიჭებ”.

“უპირატესობას მოურინიოს ვანიჭებ, თუმცა, გვარდიოლა ტოპ მწვრთნელია, ამიტომ ბევრისთვის რთულია მათ შორის საუკეთესოს დასახელება”.

“მაგრამ მე შემიძლია გითხართ, რომ არ არსებობს სხვა მწვრთნელი, რომელსაც მოურინიოსავით შეეძლოს ფეხბურთელების მოტივირება. ახლა ბევრი კარგი სპეციალისტია, ყველას საკუთარი სტილი აქვს, თუმცა მოტივაციის თვალსაზრისით ჟოზე საუკეთესოა და მოთამაშეებისგან მაქსიმუმს იღებს. ჩემთვის ჟოსეთან ერთად მოგებული ტრებლი განსაკუთრებულია”.

 

სამუელ ეტო’ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს

სტატიის ავტორი
-