კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
ეტო’ომ მოქმედ პრეზიდენტს, სეიდუ მბომბო ნჯოიას, 12 ხმით აჯობა. არჩევნებში სულ 7 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, თუმცა ხუთმა მათგანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
,,ვესაუბრე ბიზნესის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ ინვესტიციას, რათა დასახული მიზნები შევასრულოთ,” – განაცხადა კამერუნელმა, რომელმაც პირობა დადო, რომ თავისი მანდატის განმავლობაში ქვეყანაში 10 სტადიონი აშენდება.
ეტო’ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ,,რეალში”, ,,ლეგანესში”, ,,მალიორკაში”, ,,ბარსელონაში”, ,,ინტერში”, ,,ანჟიში”, ,,ჩელსიში”, ,,ევერტონში”, ,,ანტალიასპორში”, ,,ქონიასპორსა” და ,,ყატარში” თამაშობდა.
@SamuelEtoo élu Président de la Fédération Camerounaise de Football. Il remporte l’élection à ce poste avec 43 voix contre 31 pour @MbomboSeidou. #ElectionFederale2021 pic.twitter.com/FWJ60g7NWW
— Fecafoot-Officiel (@FecafootOfficie) December 11, 2021