სამუელ ეტო’ომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო ,,ოქროს ბურთისთვის” ბრძლაში მთავარ ფავორიტად ლეო მესის მიიჩნევს:

,,ჩემთვის ,,ოქროს ბურთის” გამარჯვებული ყოველთვის მესია. ლეო მომწონს, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ის ნომერ პირველია. მესი ჩემს შვილსაც უყვარს.

ასევე, დიდი ხანია მომწონს ქარიმ ბენზემა, მაგრამ ყოველთვის, ნებისმიერ გამოკითხვაში, ლეოს ავირჩევდი,” – განაცხადა ეტო’ომ.


წელს ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. მესიმ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში 6-ჯერ მიიღო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

სამუელ ეტო’ომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

სტატიის ავტორი
-