დალიჩი: ,,არგენტინის ნაკრებზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება”

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ მსოფიო ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით, ხორვატიისთვის ეს დიდი წარმატებაა. თუმცა, მეტი გვინდა. ლეო მესის ხელმძღვანელობით დიდებულ არგენტინას ვხვდებით. მათზე უფრო დიდი ზეწოლაა. ჩვენ ვიცით, როგორ თამაშობენ ისინი.

ოპტიმისტი ვარ და ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მათ საკუთარი დონე და ხასიათი გამოავლინეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ გავიდოდით. არ ვაპირებთ, მეტოქეს მოვერგოთ, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და შედეგს მივაღწევთ,” – განაცხადა დალიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის სამშაბათს, 13 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

დალიჩი: ,,არგენტინის ნაკრებზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება”

სტატიის ავტორი
-