ესპანეთთან მატჩის წინ, ივან პერიშიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ივან პერიშიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია, სადაც 10 დღე დარჩება და ამ დროის განმავლობაში ერონულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვირუსი გუნდის სხვა არცერთ წევრს არ დადასტურებია.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხორვატთა გატანილი 4 გოლიდან 2 სწორედ პერიშიჩის ანგარიშზეა.

ხორვატია ევრო 2020-ის მერვედფინალში ესპანეთს ხვდება, მატჩი ხვალ, 28 ივნისს, კოპენჰაგენში გაიმართება.



 

ესპანეთთან მატჩის წინ, ივან პერიშიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-