ესტონეთის ნაკრების კაპიტანი: “ქართველების მეკარეს დასვენების დღე ჰქონდა” 

საქართველოს ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში, საშინაო არენაზე მარცხის შემდეგ (0:1) ესტონეთის ნაკრების კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა შეხვედრა შეაფასა.

“ესტონეთის ლიგის დონიდან ევროპული გუნდის დონეზე ასვლა რთულია. რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა. ათი წლის წინ, ესტონეთის წარმატების საიდუმლოება ის იყო, რომ ყველამ ითამაშა უცხოეთში. იმედია, ჩვენ იქ დავბრუნდებით. ნამდვილად ამის იმედი მაქვს!

არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ვერ ვიყავით სახიფათოები. არ შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა მცველებმა ნამდვილი დასვენების დღე მოიწყევს, მაგრამ მეკარემ ნამდვილად ასე გააკეთა.

მეორე ტაიმში ჩვენ შევძელით ორი მესამედით უფრო თამამი და უკეთესი თამაში, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ამას აზრი არ აქვს“, – ციტირებს ვასილევის სიტყვებს soccernet.ee.

საქართველომ ესტონეთს ნიკა კაჭარავას გოლის მეშვეობით – 1:0 მოუგო და ახალ სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

ესტონეთის ნაკრების კაპიტანი: “ქართველების მეკარეს დასვენების დღე ჰქონდა” 

სტატიის ავტორი
-