ჩრდილოეთ მაკედონია 14 ოქტომბერს საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის განაცხადის შევსებასაც ვერ ახერხებს. დიდი დანაკლისიდან გამომდინარე, მაკედონიელმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებს ადგილობრივი ჩემპიონატიდან უხმოს. თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების მეტოქე აპირებდა, რომ განაცხადისთვის რუმინეთში მყოფი ლეგიონერები დაემატებინა, თუმცა კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, სტეფან აშკოვსკი (ბოტოშანი) და დავიდ ბაბუნსკი (დინამო ბუქარესტი) სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ. გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, […]