კატარი 2022 | ევროპარლამენტის წევრი ქრთამის აღებას უარყოფს

კატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალში ევროპარლამენტის წევრების სახელები ფიგურირებს: ერთ-ერთი მათგანი, ევა კაილი, ბრალდებებს უარყოფს.

ბერძნული სოციალისტური პარტიის, „პასოკის“ წევრი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა. მისი და კიდევ 3 ადამიანის დაკავება შესაძლო კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული.

625 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერდა (ევროპარლამენტს 14 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს). ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეფასებით, მომხდარმა ევროპულ დემოკრატიას რთული დღეები მოუტანა.

“ევა კაილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და კატარის მხრიდან ქრთამის აღებას უარყოფს”, – განაცხადა მისმა ადვოკატმა, მიხალის დიმიტრაკოპულოსმა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600,000 ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

კატარი 2022 | ევროპარლამენტის წევრი ქრთამის აღებას უარყოფს 1
ბელგიის პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულის ფოტო გაავრცელა. მიხალის დიმიტრაკოპულოს თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, იყო არა აღნიშნული თანხა კაილის ბინაში ნაპოვნი.

„კატარი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ მცდელობას, ქვეყანა დაკავშირებული იყო არასათანადო ქცევის ნებისმიერ ბრალდებებთან“, – აღნიშნულია ევროკავშირში კატარის საელჩოს განცხადებაში.

ბელგიის პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის ყოფილი ევროპარლამენტარი, პიერ ანტონიო პანცერიცაა, რომელიც ამჟამად ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. BBC-ის თანახმად, მასთან ერთად დაკავებული 2 ადამიანი, სავარაუდოდ, ასევე იტალიელია.

ცნობილია, რომ ევა კაილი კატარის შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებს იკვლევდა. სამუშაო ვიზიტით იგი კატარში იმყოფებოდა, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.

კატარი 2022 | ევროპარლამენტის წევრი ქრთამის აღებას უარყოფს 2

კატარი 2022 | ევროპარლამენტის წევრი ქრთამის აღებას უარყოფს

სტატიის ავტორი
-