ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის წინ განცხადება გააკეთა. “არგენტინა მხოლოდ ინდივიდუალური ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი არ არის, ეს ძლიერი ფეხბურთელებისგან შემდგარი ნაკრებია. არგენტინელების თამაშს დამატებითი ძალა – ინდივიდუალიზმიც ემატება. ჩემი აზრით, მესის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, თამაშზე მისი ზეგავლენა მაქსიმალურად შევამციროთ და მის განეიტრალებას შევეცადოთ,” განაცხადა ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. […]