მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

ვებგვერდმა, WhoScored.com-მა, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.

გუნდში არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც მუნდიალის გამარჯვებული გახდა, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი – ლეო მესი მოხვდა. ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე კი საფრანგეთის ნაკრებიდანაა.

8,25 ქულით საუკეთესო შეფასება სწორედ მესიმ დაიმსახურა – ,,ალბისელესტეს” კაპიტანმა ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე პასით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით:

მეკარე – ლივაკოვიჩი (6,99)

მცველები – ტიაგო სილვა (7,07), მაგუაიერი (7,35), ჰაკიმი (7,04), ტეო ერნანდესი (7,22)

ნახევარმცველები – კაზემირო (7,53), ბელინგემი (7,58), გრიზმანი (7,52), ბრუნო ფერნანდეში (8,15)

თავდამსხმელები – მბაპე (8), მესი (8,25)

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით 1

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

სტატიის ავტორი
-