რატომ აცვია გერმანიას თეთრი მაისური, მაშინ როდესაც მის დროშაზე სხვა ფერებია?

გერმანიის ფედერაციის დროშა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივად აღქმადია: მასზე დატანილ შავ, წითელ და ოქროსფერ ფერებს იმდენადვე ვართ შეჩვეულნი, რამდენადაც “ბუნდესნაკრების” თეთრ სათამაშო მაისურს, რომელზეც, სხვადასხვა ფორმის შავი ალემენტებია დატანილი. თუმცა არც კი დავფიქრებულვართ: რატომ აცვიათ გერმანელებს თეთრი ფორმა?

ინგლისის, ბელგიის, ნიდერლანდების, აშშ-ის, კამერუნისა და სხვა ნაკრებებისგან განსხვავებით, დიდი ხნის წინ, გერმანელებმა მთავარ სათამაშო ფერად დროშასთან არაასოცირებადი ფერი აირჩიეს, რისი მიზეზიც ისტორიულ ფესვებში მოიძებნება.

აქ საქმეში შემოდის პრუსია – სახელმწიფო, რომელმაც არსებობა 1947 წელს შეწყვიტა და რომლის არსებობამაც გერმანიის დღევანდელი სახით ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა.

საფრანგეთის იმპერიის იზოლირების შედეგად, საფრანგეთ-პრუსიის ომი (1870-1871) ამ უკანასკნელის გამარჯვებით დაასრულა და 1871 წლის 18 იანვარს, ვერსალში, გერმანული იმპერია შეიქმნა, რომლის რაიხსკანცლერად ოტო-ფონ ბისმარკი დაინიშნა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, გაერთიანებული გერმანია კვლავ პრუსიის ხელმძღვანელობის ქვეშ იმართებოდა – ამავე პერიოდს ემთხვევა გერმანიის საფეხბურთო გუნდის ოფიციალურად ჩამოყალიბების ამბავი (1899).

რატომ აცვია გერმანიას თეთრი მაისური, მაშინ როდესაც მის დროშაზე სხვა ფერებია? 1
პრუსიის დროშაზე, თეთრ ფონზე, შავი არწივი იყო გამოსახული

პრუსიის გავლენით, გერმანელებმა სათამაშო ფორმის მთავარ ფერად თეთრი აირჩიეს და მასზე უარი პრუსიის სახელმწიფო ლიკვიდაციის შემდეგაც (1947) არ უთქვამთ. 1912 წლის ოლიმპიადაზე, როდესაც გერმანიამ რუსეთი ანგარიშით 16:0 დაამარცხა და ამით საკუთარი რეკორდი დაამყარა, გუნდი სრულიად თეთრ ფორმაში იყო გამოწყობილი. ისიც აღსანიშნავია, რომ მესამე რაიხის შექმნისას, იმავე ფერებს დაეყრდნო (ჰანზის კავშირის წითელ და თეთრ ფერებთან ერთად) დიქტატორი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის მმართველი, ადოლფ ჰიტლერი.

რატომ აცვია გერმანიას თეთრი მაისური, მაშინ როდესაც მის დროშაზე სხვა ფერებია? 2
1908 წლის გერმანიის ნაკრების საშინაო ფორმა

რატომ აცვია გერმანიას თეთრი მაისური, მაშინ როდესაც მის დროშაზე სხვა ფერებია?

სტატიის ავტორი
-