ოფიციალურად – იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 39 წლის ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ ტრავმის გამო ტურნირის გამოტოვება მოუწევს.

9 მაისს იბრაჰიმოვიჩმა ,,იუვენტუსთან” სერია ა-ს შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და მატჩის მეორე ტაიმში მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.

ზლატანი შვედეთს მარტში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ნაკრებში ორჯერ ითამაშა. ფორვარდი 62 გოლით ,,ლურჯ-ყვითელთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ესპანეთთან, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ერთად იასპარეზებს.



 

ოფიციალურად – იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-