რატომ არ გამოიძახა ენრიკემ რამოსი ნაკრებში? – მწვრთნელის პასუხი

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,პარი სენ ჟერმენის” მცველის, სერხიო რამოსის, განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა:

,,ყოველთვის მაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ყოველ ჯერზე, როცა შემადგენლობას ვაცხადებთ, ამა თუ იმ ფეხბურთელზე კითხვები ჩნდება.

შემიძლია რამოსზე ვისაუბრო, მაგრამ ამ მომენტში სიაში 25 საუკეთესო ფეხბურთელი შევიყვანე. მზად ვარ მოვისმინო, ვნახო, გავაანალიზო. რამოსი ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ეჭვგარეშეა, რომ მას გუნდში დაბრუნება შეუძლია. ნაკრების კარი დაკეტილი არცერთი მოთამაშისთვის არ არის,” – ენრიკეს სიტყვებს Cope ციტირებს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგის შეხვედრებს გამართავს. ლუის ენრიკეს გუნდი 24-ში შვეიცარიას უმასპინძლებს, 27-ში კი პორტუგალიას ესტუმრება.

რამოსმა ,,ფურია როხას” შემადგენლობაში ბოლოს 2021 წლის 31 მარტს, კოსოვოსთან მოგებულ მატჩში ითამაშა. მცველი მოედანზე 86-ე წუთზე, ერიკ გარსიას ნაცვლად გამოვიდა.

რატომ არ გამოიძახა ენრიკემ რამოსი ნაკრებში? – მწვრთნელის პასუხი

სტატიის ავტორი
-