საუთგეიტი: ,,ჩვენ 1/2-ფინალსა და ფინალში გავედით, ამიტომ ყატარში უარესი შედეგი იმედგაცრუება იქნება”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გუნდის მიზანი დაასახელა:

,,წინა ორ ტურნირზე გამორჩეულები ვიყავით და არ ვიცოდით, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ჩვენს ფეხბურთელებს, რადგან ბევრმა მათგანმა ეს პირველად გამოსცადა. ასეთი დიდი ჩემპიონატების წინ, ისტორიულად ინგლისი არსებულ ზეწოლას ვერ უმკლავდებოდა.

თუმცა, ჩემმა მოთამაშეებმა იციან, რა შეუძლიათ. ჩვენ ნახევარფინალსა (მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი) და ფინალში (ევრო 2020) გავედით, ამიტომ, ისინი იმედგაცრუებულები იქნებიან, თუ ყატარაში ნაკლებ შედეგს მიაღწევენ,” – საუთგეიტის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.

ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში აშშ-ს, ირანისა და უელსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საუთგეიტის გუნდი პირველ შეხვედრას 21 ნოემბერს, ირანის წინააღმდეგ გამართავს.

საუთგეიტი: ,,ჩვენ 1/2-ფინალსა და ფინალში გავედით, ამიტომ ყატარში უარესი შედეგი იმედგაცრუება იქნება”

სტატიის ავტორი
-