გუშინ Kings League-ში რონალდინიოს დებიუტი შედგა, რომელმაც ,,პერსინიოსის” შემადგენლობაში ,,პიოს” წინააღმდეგ ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ამიტომ გამარჯვებულის გამოსავლენად ,,ბულიტების” სერია დაინიშნა. მსაჯმა რონალდინიოს ბულიტის შესრულების წესები აუხსნა, რაზეც ბრაზილიელმა უპასუხა: ,,სირბილის არ ვაპირებ, სხვებმა ირბინონ.” გაუჩოს სიტყვებმა არბიტრი და კომენტატორები გაამხიარულა, თუმცა მისი გუნდი ,,პიოსთან” 1:3 დამარცხდა.