სპინაცოლამ ბელგიასთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

ბელგიასთან შეხვდედრაში იტალიის ეროვნული ნაკრების მცველის, ლეონარდო სპინაცოლას მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. მატჩის 79-ე წუთზე ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა.

იტალიური პრესის ცნობით, სპინაცოლას აქილევსის მყესი გაუწყდა, რის გამოც, შესაძლოა, 12 თვე ვერ ითამაშოს.

28 წლის მცველი ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას” შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეულ იყო. სპინაცოლა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ – თურქეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრებში დაასახელეს.

ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.

სპინაცოლამ ბელგიასთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

სტატიის ავტორი
-