ჟინიაკი: ,,ფრანგი ვარ, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობა მსურს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანდრე-პიერ ჟინიაკს, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა სურს:

..დღეს არგენტინაში უნდათ, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, ფრანგი ვარ, მაგრამ იგივეს მეც ვისურვებდი, რადგან ლეო ამას იმსახურებს.

მას ლიდერის ტემპერამენტი აქვს,” – განაცხადა ჟინიაკმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.


ჟინიაკი: ,,ფრანგი ვარ, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობა მსურს”

სტატიის ავტორი
-