“5 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა არის მიღწევა, რაზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი” – კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუმ განას წინააღმდეგ, 65-ე წუთზე პენალტი წარმატებით შეასრულა და პირველი მამაკაცი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. ისტორიული გოლი – კრიშტიანუ რონალდუმ განას გაუტანა | VIDEO კრიშტიანუ მის მიღწევაზე საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა კომენტარი: 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა არის მიღწევა, რაზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ეს იმის დასტურია, რომ […]
“ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო” – ხვიჩა კვარაცხელია
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც კვარა ერთა ლიგაზე მოახლოებული მატჩის წინ ნაკრებ გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. “როდესაც იგებ, რომ გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ეროვნულ ნაკრებში, ისეთი […]
“ამ გუნდით ვამაყობ” – მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. “ლე ბლე” მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს. მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ […]
“ამ თაობას ბევრი შეუძლია” – რამაზ სვანაძე
საქართველოს 21 წალმდელთა ეროვნული საფეხბურთო ნარკები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში გაინაღდა. ნიდერლანდებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ჩემი აზრით, ჯგუფში საუკეთესონი იყვნენ. ამ შეხვედრაში დაღლილობამ იჩინა თავი, თუმცა, […]
“არ არის ბენზემა, არ არის წვეულება” – მესუთ იოზილი მუნდიალის ფინალს გამოეხმაურა
დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში, რომლის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. სამხრეთ ამერიკელებმა ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმეს. ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სკალონის გუნდი შეხვედრას დამაჯერებლად 2:0 იგებდა, თუმცა, მბაპეს დუბლით საფრანგეთმა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. დამატებით დროში არგენტინა კვლავ წინ გავიდა, მაგრამ მბაპემ ისევ გაიტანა და პენალტების სერია გაიმართა, სადაც არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანები უკეთ შეასრულეს. […]
“ასახელეთ ჩვენი ქვეყანა” – კვარაცხელიამ ნაკრები გაამხნევა (ფოტო)
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსი დაუდასტურდათ და დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა. “მიდით ბიჭებო, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა! წინ […]
“ასე ხდება როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებ” – პორტუგალიელი გულშემატკივარი მარცხით უკმაყოფილოა
დღეს სტარტი აიღო ევროპის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ვიცე-ჩემპიონმა პორტუგალიამ წარუმატებლად დაიწყო. საქართველოსთან უპირობო ლიდერად შერიცხულმა რუი ჟორჟეს გუნდმა შეხვედრა 2:0 დათმო. გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებს პორტუგალიელებმა ვერ უპასუხეს და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ. ბუნებრივია, რომ გულშემატკივარი აღნიშნული შედეგით ძალიან უკმაყოფილოა და ამას სოციალურ ქსელეში არც მალავს. შეხვედრის დასრულების […]
“ასეთ მატჩებში FIFA მსგავს მსაჯებს არ უნდა ნიშნავდეს” – ლეო მესი
არგენტინა ნიდერლანდების მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიშის გარდა, ამაზე ნაჩვენები ყვითელი ბარათებიც ნათლად მიუთითებს. მატჩის მთავარი არბიტრი მატეო ლაოსი ფეხბურთელების მიმართ გაფრთხილებებს არ იშურებდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის საშუალებას თავად მოთამაშეებიც აძლევდნენ. შეხვედრაში აშკარა უხეშობების გარდა, ხშირი იყო გაწევ-გამოწევა. ნიდერლანდურ-არგენტინულ დაპირისპირებაში მატეო ლაოსმა 16 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. როგორც ჩანს, ლეო მესი […]
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგისათან დაპირისპირებით დაიწყო. ბათუმში გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველო 1:1 ნორვეგია (მიმოხილვა) ვილი სანიოლი: “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი” სოლბაკენი: “საქართველოს მოულოდნელი არაფერი შემოუთავაზებია” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერმა – ხვიჩა კვარაცხელიამ, საინტერესო კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში იმის თქმა მსურს, რომ […]
“ახლა ყველანი მეოთხედფინალზე ვფიქრობთ” – ზურიკო დავითაშვილი
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. რამაზ სვანაძის გუნდი ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც აშკარა აუთსაიდერად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოაგროვა და ჯგუფი პირველი ადგილით მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ბევრი ვერ […]
“ბოდიში, რომ გაწუხებთ, ფოტო შეიძლება?” | საკამ ბექჰემს ფოტოს გადაღება სთხოვა | VIDEO
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბუკაიო საკა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს ფოტოს სთხოვს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ყოფილ “წითელ ეშმაკს” ფოტოს გადაღებას მორცხვად თხოვს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8-ფინალში სენეგალი 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზურიც მოიპოვა. “სამი ლონი” შემდეგ შეხვედრას მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.
“გველესიანი შანსს იმსახურებდა” – ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. პრინციპული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. გიორგი გველესიანის შესახებ “გიორგი გველესიანს 1 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ვთვლი, რომ შანსს იმსახურებს. უნდა ითქვას, რომ მანამდე გველესიანს […]